პსჟ, მარკო ვერატი
Aa
Aa

ინტერესი კონკრეტული და სერიოზულია - ვერატის საუდის არაბეთში ეპატიჟებიან

საუდის არაბეთი ვარსკვლავების გადაბირების მცდელობებს აგრძელებს. ამჯერად საქმე მარკო ვერატის ეხება.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ იტალიელი ნახევარმცველის მიმართ ინტერესი სერიოზული და კონკრეტულია. არაბები ვერატის დაყოლიებას ყველანაირი გზით ცდილობენ. ჯერჯერობით არ სახელდება ის პირობები, რასაც მარკოს სთავაზობენ.

ფაბრიციო რომანოს თქმით, შემდეგ კვირაში ფეხბურთელი და „პარი სენ ჟერმენის“ ხელმძღვანელობა ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრას ჩანიშნავს.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი ნახევარმცველის გადაბირებას მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა გუნდები ცდილობდნენ, მაგრამ ვერატის ფრანგული გრანდის დატოვება არასდროს უფიქრია. მის შეძენასთან ყველას ახლოს, 2017 წელს „ბარსელონა“ იყო, მაგრამ ვერატი მაინც პსჟ-ში დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაიგეთ, რა არის ბედნიერება, რა არის ფეხბურთი“ - ანდრონოვი საქართველოს წარმატებაზე
„გაიგეთ, რა არის ბედნიერება, რა არის ფეხბურთი“ - ანდრონოვი საქართველოს წარმატებაზე