ლიონელ მესი, ლონდონის არსენალი
Aa
Aa

MLS-ის ვარსკვლავები VS არსენალი - მესი არ ითამაშებს

19 ივლისისთვის ამერიკაში განსაკუთრებული მატჩისთვის მიმდინარეობს მზადება. შეერთებული შტატების სახელით, MLS-ის ვარსკვლავები ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდებიან.

ამერიკული გამოცემების გარეკანზე, ნაკრების სახედ ხესუს ფერეირა და უოკერ ციმერმანი არიან წარმოდგენილნი. ბევრი ელოდა, რომ მთავარი ვარსკვლავი ლიონელ მესი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

MLS-ის ვარსკვლავების გუნდს დისი იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი უეინ რუნი იხელმძღვანელებს. შემადგენლობის შერჩევაში მონაწილეობა გამოკითხვის საშუალებით გულშემატკივრებმა, მედიის წარმომადგენლებმა და ფეხბურთელებმა მიიღეს.

წყაროს ცნობით, იქიდან გამომდინარე, რომ ლიონელ მესის ჯერ „ინტერ მაიამის“ შემადგენლობაში ერთი მატჩიც არ აქვს ჩატარებული, გამოკითხვაში მონაწილეობა ვერ მიიღო.

განაცხადი:

მეკარეები: რომან ბიურკი, ტაილერ მაილერი, ჯორჯე პეტროვიჩი

მცველები: ალვარო ბარეალი, ჯონ გალაგერი, რაიან ჰოლინგშიდი, მეტ მიაზგა, ტიმ პარკერი, ჯონ ტოლკინი, უოკერ ციმერმანი.

ნახევარმცველები: ლუჩიანო აკოსტა, ტიაგო ალმადა, მეტი შოინერი, ჰექტორ ერერა, ჰენი მუხტარი, რიკი პუჩი, ლუკას ზელარიანი.

თავდამსხმელები: კრისტიან ბენტეკე, დენის ბუანგა, კრისტიან ესპინოზა, ხესუს ფერეირა, გიორგოს გიაკუმაკისი, კეი კამარა, ჯორდან მორისი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალვერდე ლივერპულში? - რეალი მზადაა ურუგვაელი გაყიდოს
ვალვერდე ლივერპულში? - რეალი მზადაა ურუგვაელი გაყიდოს