საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, იბრაჰიმ აფელაი
Aa
Aa

“ეს დაუშვებელია“ - აფელაი ნიდერლანდებისა და საქართველოს მატჩზე

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველომ ნიდერლანდებს უმასპინძლა. აღნიშნული დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. ამ შედეგით კი სვანაძის გაწვრთნილი გუნდი მეოთხედფინალში გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ნიდერლანდების ნაკრებისა და კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა იბრაჰიმ აფელაიმ კომენტარი გააკეთა.

აფელაი:

„ეს დაუშვებელია!! ფეხბურთელებს საკუთარი თავის შეფასება, თუ სურთ საუკეთესოებთან უნდა შეფასდნენ. ჯგუფში ასეთი ჩარჩენა დაუშვებელია, რადგან ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოლიმპიადის საგზური თამაშდება. მის ბილეთებს კი არავინ არასდროს გჩუქნის.

თუ მომავალში ასეთ მეორე ტაიმს ითამაშებენ, ახალგაზრდა ნიდერლანდელებს ძალიან გაუჭირდებათ. სამერვილმა მატჩი მთლიანად ჩააგდო.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ურთულეს ჯგუფში 5 ქულა დააგროვა და მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა. შემდეგ ეტაპზე, რამაზ სვანაძის შეგირდები გერმანიას, ისრაელი ან ჩეხეთი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BILD: ბაიერნი და კეინი შეთანხმდნენ
BILD: ბაიერნი და კეინი შეთანხმდნენ