ზურიკო დავითაშვილი, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

Sofascore - ცნობილია ქართველი ფეხბურთელების შეფასება

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველომ ნიდერლანდებს უმასპინძლა. აღნიშნული დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. ამ შედეგით კი სვანაძის გაწვრთნილი გუნდი მეოთხედფინალში გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელები შეაფასა. გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე მაღალი ქულა გოლის ავტორმა ზურიკო დავითაშვილმა მიიღო.

Sofascore:

მამარდაშვილი 6.6, გოჩოლეიშვილი 6.6, საზონოვი 7.5, გელაშვილი 6.5, კალანდაძე 6.8, წიტაშვილი 6.6, ლომინაძე 6.5, მექვაბიშვილი 7.4, აზაროვი 6.8, გაგუა 6.5, დავითაშვილი7.9, გულიაშვილი 6.6, ხვადაგიანი 6.4, ლ.გაგნიძე 6.6

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ურთულეს ჯგუფში 5 ქულა დააგროვა და მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა. შემდეგ ეტაპზე, რამაზ სვანაძის შეგირდები გერმანიას, ისრაელი ან ჩეხეთი იქნება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „იმედოვნებს რომ ხვიჩას მსგავსი გავლენა ექნება“ - The Guardian წიტაიშვილზე
    „იმედოვნებს რომ ხვიჩას მსგავსი გავლენა ექნება“ - The Guardian წიტაიშვილზე