7-კაცა მორაგბეთა ნაკრები, ევროპული თამაშები, საქართველოს 7-კაცა ნაკრები
Aa
Aa

მარცხი პორტუგალიასთან - შვიდკაცა მორაგბეთა ნაკრები მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა

საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები ევროპულ თამაშებს გამოეთიშა. სარაგბო გუნდური შეჯიბრის მეოთხედფინალში ქართველი მორაგბეები გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს, პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და სამწუხაროდ დიდი სხვაობით, 31:5 დამარცხდნენ.

ჩვენმა მეტოქემ უპირატესობა პირველივე წამებზე მოიპოვა შეხვედრის დასაწყისში სოლიდური უპირატესობიტ დაწინაურდა - 14:0. პირველი ტაიმი პორტუგალიელებმა 26:0 მოიგეს და ჩვენს ნახევარზე 4 ლელო დადეს, რომელსაც მეორე ტაიმში კიდევ ერთი დაუმატეს. საქართველოს ნაკრებმა პრესტიჟის ლელო შეხვედრის მიწურულს, გაყვითებულ დროში დადო, რის შემდეგაც შეხვედრაც დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთისა და ბელგიის ნაკრებები დაამარცხა, დასკვნით ტურში კი დღეს ესპანეთთან დამარცხდა და ფლეი-ოფში მეორე ადგილით გავიდა. ამ მარცხით, ქართველი მორაგბეებისთვის ევროპული თამაშები არ დასრულებულა. ხვალ, ჩვენი გუნდი მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლაში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეორე ოქრო! - ზურაბ კინწურაშვილი ევროპული თამაშების ჩემპიონია
მეორე ოქრო! - ზურაბ კინწურაშვილი ევროპული თამაშების ჩემპიონია