რომელუ ლუკაკუ, კევინ დე ბრუინი, ტიბო კურტუა
Aa
Aa

კურტუა უკმაყოფილოა | ავსტრიასთან კაპიტნობა უნდოდა

მადრიდის „რეალისა“ და ბელგიის ნაკრების მეკარე, ტიბო კურტუა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, დომენიკო ტედესკოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა. 31 წლის გოლკიპერს სურდა, ავსტრიასთან მატჩში კაპიტანი ყოფილიყო, მაგრამ ტედესკომ სამკლავური რომელუ ლუკაკუს გადასცა.

ავსტრიისა და ბელგიის ნაკრებების დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. „წითელმა ეშმაკებმა“ კევინ დე ბრუინის გარეშე ითამაშეს, რომელიც გუნდის კაპიტანია და მის არყოფნაში კურტუას იმედი ჰქონდა, რომ სამკლავურს მიიღებდა. ბელგიური გამოცემის, Het Laatste Nieuws-ის ცნობით, ტიბო გუნდში არსებული როტაციითაც უკმაყოფილოა.

როგორც ირკვევა, კვირას, ტუბიცეში მდებარე სასტუმროში ბელგიის ნაკრების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კურტუა არ დაესწრო. ამან მის თანაგუნდელთა შორის დიდი გაოცება გამოიწვია. დე ბრუინის არყოფნაში, ბელგიელთა შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, ავსტრიასთან კაპიტანი ლუკაკუ იქნებოდა, ესტონეთთან - კურტუა. მიუხედავად ამისა, ტიბო მაინც უკმაყოფილო დარჩა და ესტონეთთან მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფში ბელგიის ნაკრებს 4 ქულა აქვს. „წითელი ეშმაკები“ მეორე პოზიციას იკავებენ და პირველადგილოსან ავსტრიას 3 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შოტლანდიამ ხვიჩა კვარაცხელია უნდა გააჩეროს“ - The Herald-ის სტატია კვარაზე
„შოტლანდიამ ხვიჩა კვარაცხელია უნდა გააჩეროს“ - The Herald-ის სტატია კვარაზე