ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი, სტივ კლარკი
Aa
Aa

„არაფრისგან რაღაცის შექმნა შეუძლია“ - სტივ კლარკი საქართველოს ნაკრებსა და კვარაზე

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კლარკმა საქართველოსთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. „სკოტებისა“ და „ჯვაროსნების" დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება და კლარკი საკუთარ შეგირდებს მოუწოდებს, მეტოქე სათანადოდ დააფასონ.

„მოწინააღმდეგის პატივისცემა აუცილებელია. საქართველო კარგი გუნდია და ერთი არაჩვეულებრივი ფეხბურთელი ჰყავს, რომელიც ამ წუთისთვის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლიორია და არაფრისგან რაღაცის შექმნა შეუძლია. საქართველო კარგი გუნდია და დაცვაში კარგად ითამაშებს. ასე რომ, მათ პატივი უნდა ვცეთ“.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შოტლანდიას 3 მატჩი აქვს გამართული და სატურნირო ცხრილის ლიდერია. „სკოტებმა“ ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგეს და ესპანეთი, ნორვეგია და კვიპროსი დაამარცხეს. სტივ კლარკის ბიჭებს 7 გოლი აქვთ გატანილი და მხოლოდ ერთი გაშვებული.

საქართველოს რაც შეეხება, ვილი სანიოლის გუნდმა 2 მატჩი გამართა. ნორვეგიასთან 1 ქულა ავიღეთ, ხოლო კვიპროსი დაძაბულ ბრძოლაში დავამარცხეთ. ამ წუთისთვის, მეორე ადგილზე ვიმყოფებით და ესპანეთს 1, ხოლო ნორვეგიას 3 ქულით ვუსწრებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია: ანგისასთან საუბარმა ჩემთვის ყველაფერი შეცვალა
კვარაცხელია: ანგისასთან საუბარმა ჩემთვის ყველაფერი შეცვალა