თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ორი ოვერტაიმი | შენგელიას ვირტუს ბოლონიამ უაღრესად დრამატული მატჩი მოიგო

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ იტალიის ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს. ქართველი კალათბურთელის გუნდმა „ოლიმპია მილანოსთან“ სერიაში წონასწორობა აღადგინა და უაღრესად დრამატული მატჩი მოიგო.

„ვირტუს ბოლონიამ“ საწყისი სამი მეოთხედი ბრწყინვალედ ჩაატარა და ბოლო პერიოდში 18 ქულითაც იგებდა, მაგრამ მოდუნდა და მეტოქეს თამაშში დაბრუნების საშუალება მისცა. „ოლიმპია მილანომ“ სასწაული მოახდინა და საფინალო სირენამდე 17 წამით ადრე, ანგარიში გაათანაბრა - 76:76. „ვირტუს ბოლონიას“ ბოლო შანსი ჰქონდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ოვერტაიმი დაინიშნა.

პირველი ოვერტაიმი გამარჯვებულის გამოსავლენად საკმარისი არ აღმოჩნდა. გუნდებმა 4-4 ქულა ჩააგდეს და კიდევ ერთი დამატებითი ხუთწუთეული დაინიშნა. „ვირტუს ბოლონიამ“ მეორე ოვერტაიმი ბევრად უკეთ ჩაატარა და საბოლოოდ 93:89 იმარჯვა.

თორნიკე შენგელიას მთლად კარგი მატჩი არ ჰქონია. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე ყველაზე მეტი, 37 წუთი გაატარა და 9 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თოკომ მეტოქის ფარს 12-ჯერ შეუტია და მხოლოდ 3 ბურთი ჩააგდო, 6 საჯარიმოდან კი 2 გამოიყენა და ამდენივე დაკარგვა ჰქონდა.

ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონიასა“ და „ოლიმპია მილანოს“ სერიაში ანგარიში 2:2-ია. მომდევნო შეხვედრა 19 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით, 22:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უცნაური ამბავი | ჯუნტოლიმ რუდი გარსიას დანიშვნა სოციალური ქსელებით შეიტყო
უცნაური ამბავი | ჯუნტოლიმ რუდი გარსიას დანიშვნა სოციალური ქსელებით შეიტყო