ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარას არყოფნა? მეტოქეთა შესწავლა ჯერ არ დაგვიწყია“ - პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების მეკარე

პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების მეკარეს, სამუელ სოარეშს ხვიჩა კვარაცხელიას გადაწყვეტილებაზე ჰკითხეს. „ნაპოლის“ ქართველი შემტევი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ვერ დაეხმარება და სოარეშმა ამ საკითხზე თავისი პოზიცია დააფიქსირა.

„აძლევს თუ არა საქართველოს მეტოქეებს კვარას არყოფნა უპირატესობას? სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვნერვიულობთ. მოწინააღმდეგეების შესწავლის პროცესი ჯერ არ დაგვიწყია. ჩვენს თავზე ვართ ორიენტირებული და როცა ჩვენი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს რომ იდეალური დროა, საქართველოს თამაშს ვნახავთ.

ჩვენი აზრით, ტიტულის მოგების ერთ-ერთი კანდიდატები ვართ. ფავორიტები არ ვართ, მაგრამ კანდიდატთა შორის ვიმყოფებით და პორტუგალია ყოველთვის ამ სტატუსით უნდა იყოს. დაუმარცხებლად ჩამთავრებული საკვალიფიკაციო ეტაპი? ეს თვითრწმენას გვაძლევს, მაგრამ წარსულზე არ უნდა ვიფიქროთ“.

შეგახსენებთ, რომ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 8 ივლისს, ბათუმი არენა უმასპინძლებს. Საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს, დინამო არენაზე, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის. 24 ივნისს, თბილისის დროით, 20:00-ზე ბელგიას შევხვდებით, ხოლო სამი დღის შემდეგ - ნიდერლანდებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონას 49% შესაძლოა არაბმა შეიხებმა იყიდონ
ბარსელონას 49% შესაძლოა არაბმა შეიხებმა იყიდონ