ჯა მორანტი
Aa
Aa

„პირობას ვდებ, გამოვსწორდები“ - ჯა მორანტი 25-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ, NBA-იმ ჯა მორანტის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. „მემფის გრიზლისის“ სუპერვარსკვლავმა დისკვალიფიკაცია მიიღო და 2023-24 წლების სეზონის საწყის 25 შეხვედრას გამოტოვებს.

მორანტის დისკვალიფიკაცია სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს უკავშირდება, რომელშიც ჯას ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მორანტი კამერების წინ ცეცხლსასროლი იარაღით ჩნდება და NBA-იმ მისი ბევრად მკაცრად დასჯა გადაწყვიტა.

„მქონდა დრო დავფიქრებულიყავი და გამეანალიზებინა, ჩემს გარემოცვას რამხელა ტკივილი მივაყენე. მინდა, NBA-ის, მემფის გრიზლისს, ჩემს თანაგუნდელებსა და მემფისის ყველა მაცხოვრებელს ბოდიში მოვუხადო. NBA-იმ საშუალება მომცა, პროფესიონალი სპორტსმენი გავმხდარიყავი. ლიგის ხელმძღვანელობამ მხარი დამიჭირა და ბოდიშს ვიხდი მათ მიმართ, ვისაც ტკივილი მივაყენე. ასევე, პატიებას ვთხოვ ბავშვებს, რომლებისთვისაც მისაბაძი მაგალითი ვარ. ვიცი, რომ მათ იმედი გავუცრუე და პირობას ვდებ, უკეთესი გავხდები. ბოდიშს ვუხდი ჩემს სპონსორებსა და ქომაგებს და მათ ვპირდები, რომ ჩემს დანაშაულს გამოვისყიდი.

სეზონის დაწყებამდე დარჩენილ კვირებსა და დისკვალიფიკაციის პერიოდს საკუთარ ქცევებსა და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე სამუშაოდ გამოვიყენებ. ვალდებული ვარ, ვივარჯიშო, რათა პარკეტზე დასაბრუნებლად მზად ვიყო, როცა ამის დრო მოვა. ვიცი, რომ ჩემს თანაგუნდელებს ჩემ გარეშე გაუჭირდებათ და ძალიან ვწუხვარ. იმედი მაქვს, მომცემთ შანსს დავამტკიცო, რომ შევიცვალე და უკეთესი ვარ ვიდრე ის ადამიანი, რომელიც აქამდე გინახავთ“, - განაცხადა მორანტმა.

შეგახსენებთ, რომ მარტში, სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ ღამის კლუბში მყოფ ჯას ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს. მაშინ მას 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: „ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე? 25 მოთამაშე მყავს და ყველასი მჯერა“
სანიოლი: „ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე? 25 მოთამაშე მყავს და ყველასი მჯერა“