შაკილ ონილი
Aa
Aa

შაკილ ო'ნილი: „დედამიწა ბრტყელია!“

ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა და NBA-ს ოთხგზის ჩემპიონმა, შაკილ ო’ნილმა The Kyle & Jackie O Show-ს პოდკასტში განაცხადა, რომ მას ბრტყელი დედამიწის თეორიის სჯერა.

რა თქვა შაკილმა:

მრგვალი დედამიწა? ეს მხოლოდ თეორიაა. ამის შესახებ ბევრს გვასწავლიან, მაგრამ მხოლოდ თეორიულად.

დღეს 20 საათი მივფრინავდი ამერიკიდან ავსტრალიაში. არც გადავტრიალდი და არც თავდაყირა მიფრენია.

ამბობენ, რომ დედამიწა მრგვალია და ბრუნავს. 30 წელია ტბასთან ვცხოვრობ და არასდროს მინახავს, რომ ტბა მარჯვნივ, ან მარცხნივ გადაადგილებულიყო.

ამ კომენტარის შემდეგ, ლეგენდარულ კალათბურთელს წამყვანმა უთხრა, რომ მას აშშ-დან ავსტრალიაში ჩასვლა ოკეანის ორივე სანაპიროდან შეეძლო, რასაც შაკმა ასე უპასუხა: „ეს ჯერ კიდევ პირდაპირი ხაზია“.

ამერიკულ მედიაში ვარაუდობენ, რომ ვეტერანმა კალათბურთელმა იხუმრა და რეალურად, მას ამ თეორიის არ სჯერა, თუმცა თავად შაკს არ დაუკონკრეტებია ხუმრობდა, თუ არა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიორგი ბაქრაძე ც9-ში | ლიგის ფინალი, კვარა მანჩესტერში? სეზონის შეჯამება!
გიორგი ბაქრაძე ც9-ში | ლიგის ფინალი, კვარა მანჩესტერში? სეზონის შეჯამება!