ჯიმი ბატლერი, ბემ ადებაიო, ნიკოლა იოკიჩი, ჯამალ მიურეი, მაიკლ პორტერ ჯუნიორი
Aa
Aa

ისტორიაში პირველად | დენვერ ნაგეთსი NBA-ის ჩემპიონია

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ის 2022/23 წლების სეზონი ოფიციალურად დასრულდა. „დენვერ ნაგეთსმა“ 46-სეზონიანი ლოდინი დაასრულა, სუპერფინალურ სერიაში „მაიამი ჰიტს“ აჯობა და საკუთარ ისტორიაში პირველი ჩემპიონობა იზეიმა.

„დენვერი“ 3:1-ს იგებდა და სერია საკუთარ კედლებში გამართულ შეხვედრაში დახურა. „მაიამიმ“ პირველი ნახევარი კარგად ჩაატარა და შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით გავიდა, თუმცა მესამე და მეოთხე მეოთხედი 6-6 ქულით დათმო და 89:94 დამარცხდა.

„დენვერის“ რიგებში საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელმაც 28 ქულა, 16 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. „ჯოკერი“ სუპერფინალური სერიის MVP გახდა და პირველი კალათბურთელია, რომელიც დრაფტზე ტოპ 15-ს მიღმა აირჩიეს და რეგულარული სეზონისა და სუპერფინალური სერიის MVP-ის სტატუსი მაინც დაისაკუთრა. ამასთან, ბოლო 20 სეზონის განმავლობაში, იოკიჩი ერთადერთი ცენტრია, რომელმაც სუპერფინალური სერიის MVP-ის ჯილდო მოიგო და „მაიამისთან“ იგი საშუალოდ 30.2 ქულას, 14 მოხსნასა და 7.2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

„დენვერის“ მეორე ლიდერმა, ჯამალ მიურეიმ 14 ქულა, 8 მოხსნა და ამდენივე ასისტი გააკეთა. იგი ერთადერთი კალათბურთელია, რომელსაც სუპერფინალურ სერიაში ჯამში 50 ასისტი ჰქონდა. მაიკლ პორტერ ჯუნიორმა 16 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა, კენტავიუს-კალდუელ პოუპმა კი - 11 ქულა. „ჰიტს“ 21 ქულით ჯიმი ბატლერმა ულიდერა. ბემ ადებაიოს 20 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა, კაილ ლაურიმ კი 12 ქულა დააგროვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩელსი ონანას არ ეშვება | კულიბალი და ლუკაკუ ინტერს
ჩელსი ონანას არ ეშვება | კულიბალი და ლუკაკუ ინტერს