რაგბი ევროპა: 7-კაცა ირლანდიასთან დამარცხდა და პირველი ეტაპი მე-2 ადგილზე დაასრულა
Aa
Aa

რაგბი ევროპა: 7-კაცა ირლანდიასთან დამარცხდა და პირველი ეტაპი მე-2 ადგილზე დაასრულა

წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი ორ ეტაპად იმართება და პირველს პორტუგალია, კერძოდ კი ქალაქი ალგარვე მასპინძლობს.

საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრებმა ნახევარფინალურ სტადიაზე საფრანგეთს 14:7 სძლია და 21-წლიანი პაუზის შემდეგ ფინალში ითამაშა, სადაც ირლანდიასთან 10:19 დამარცხდა.

ამრიგად, 7-კაცამ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი, ალგარვეს ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა. ირლანდია 20 ქულით სერიის ლიდერია, საქართველო კი 18 ქულით მეორე ადგილზეა.

აქვე გეტყვით, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი ჰამბურგში, 7-9 ივლისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ფინალში ბოლოს 2002 წელს ითამაშა და პორტუგალიასთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
23-ე დიდი სლემი! ჯოკოვიჩმა როლან გაროსი მოიგო და ისტორია დაწერა
23-ე დიდი სლემი! ჯოკოვიჩმა როლან გაროსი მოიგო და ისტორია დაწერა