ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

შეუდარებელი ნოვაკ ჯოკოვიჩი | ნოლემ კარლოს ალკარასი 4 სეტში დაამარცხა

ნოვაკ ჯოკოვიჩი „როლან გაროსის“ წლევანდელი გათამაშების ფინალში გავიდა. ნახევარფინალში, სერბი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერს, კარლოს ალკარასს დაუპირისპირდა და 4 სეტში იმარჯვა - 6:3, 5:7, 6:1, 6:1.

„ნოლემ“ მატჩი შესანიშნავად დაიწყო და საწყისი 4 გეიმიდან 3 აიღო. 5:2-ზე ჯოკოვიჩს პარტიის დასრულება მეტოქის მოწოდებაზე შეეძლო და სეტბოლი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა, თუმცა საკუთარ ჩაწოდებაზე საქმე ბოლომდე მიიყვანა. მეორე სეტში, ალკარასმა თამაშის სცენარი შეცვალა. ესპანელმა ჩოგბურთელმა 5:4-ზე სამმაგი სეტბოლი ვერ გამოიყენა, თუმცა 6:5-ზე მიზანს მაინც მიაღწია და წონასწორობა აღადგინა.

მესამე პარტიის სტარტზე, ალკარასს ძალიან არ გაუმართლა. ახალგაზრდა ესპანელს ფიზიკური პრობლემები გაუჩნდა და კუნთის კრუნჩხვები დაეწყო. ჯოკოვიჩმა შექმნილი ვითარებით ძალიან კარგად ისარგებლა და მეტოქეს მხოლოდ 1 გეიმი ააღებინა.

ამრიგად, „ნოლე“ დიდი სლემის ფინალში 34-ედ გავიდა და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. მას დიდი სლემის გათამაშებებზე ზედიზედ 20 გამარჯვება აქვს მოპოვებული და მისი წარმატებული სერიის შეწყვეტას ალექსანდრ ზვერევი ან კასპერ რუდი შეეცდებიან. მეორე ფინალისტის ვინაობა რამდენიმე საათში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სირცხვილია, აიაქსს ჩემთვის უნდა მოესმინა“ - სვარტმა ხვიჩაზე ისაუბრა
„სირცხვილია, აიაქსს ჩემთვის უნდა მოესმინა“ - სვარტმა ხვიჩაზე ისაუბრა