ნაპოლი, აურელიო დე ლაურენტისი, რუდი გარსია
Aa
Aa

ვინ შეცვლის სპალეტის? - ლაურენტისი რუდი გარსიას შეხვდა

La Repubblica-ს ინფორმაციით, „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი რუდი გარსიას შეხვდა. „პარტენოპეის“ მფლობელი ლუჩანო სპალეტის ერთ-ერთ შემცვლელად ფრანგ სპეციალისტს განიხილავს, რომელიც აპრილში „ალ ნასრიდან“ გაუშვეს, რადგან მისი მუშაობით კრიშტიანუ რონალდუ უკმაყოფილო იყო და ფეხბურთელებთან ურთიერთობა გაუფუჭდა.

59 წლის სპეციალისტს სერია ა-ში მუშაობის 2,5-წლიანი გამოცდილება აქვს, 2013 წლის ივნისიდან 2016 წლის იანვრამდე „რომას“ წვრთნიდა. 2013-14 წლების სეზონში „რომა“ სერია ა-ში მეორე ადგილზე გავიდა, ანალოგიური შედეგი 2014-15 წლების სეზონში აჩვენა. 2016 წლის იანვარში გარსია გაუშვეს, როცა „ჯალოროსიმ“ ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.

შეგახსენებთ, ლუჩანო სპალეტის მწვრთნელობით „ნაპოლიმ“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოიგო, თუმცა ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე სპალეტისა და ლაურენტისს შორის მოლაპარაკება არ შედგა, ახალი ხელშეკრულების დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ.

La Gazzetta dello Sport-ი წერდა, რომ სპალეტის შეცვლის მთავარი კანდიდატი „ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო იტალიანო იყო, თუმცა ამ ეტაპზე მასთან მიმართებაში სიახლე არაა, სპალეტის შემცვლელის ვინაობა კვლავ ბუნდოვანია.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ლუჩანო სპალეტი გუნდს დატოვებდა, „ნაპოლი“ არაერთ სპეციალისტს დაუკავშირეს. რობერტო მანჩინის, რაფაელ ბენიტესის, მარსელინიოს, ანტონიო კონტეს, ვინჩენცო იტალიანოს, ლუის ენრიკეს, იულიან ნაგელსმანის, ტიაგო მოტას, რუსი გარსიასა და სერჟიუ კონსეისაუს კანდიდატურებმა გაიჟღერა.

„ნაპოლის“ ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მან „პარტენოპეის“ ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რეალს ხვიჩა მოსწონს, მაგრამ 150 მილიონი ძვირია...“
„რეალს ხვიჩა მოსწონს, მაგრამ 150 მილიონი ძვირია...“