სფფ-ში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა
Aa
Aa

სფფ-ში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა

8 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანი სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მეთექვსმეტედ და მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მეორე ეტაპზე წარმატებულ გუნდებს მეთექვსმეტედფინალში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 12 კლუბი დაემატა.

დებულების თანახმად, წყვილებში გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16-ფინალური ეტაპის მატჩები 22-23 ივლისს გაიმართება. მომდევნო ეტაპზე გასულ 12 გუნდს მერვედფინალიდან ევროტურნირებზე მოთამაშე კლუბები - დინამო თბილისი, დინამო ბათუმი, გორის დილა და ქუთაისის ტორპედო შეუერთდებიან.

დებულების თანახმად, წყვილებში გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩები 29-30 ივლისს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები