ჰარი კეინი, კილიან მბაპე, კარლო ანჩელოტი, ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

ანჩელოტი კეინს ითხოვს - პერესს მოცდა და მბაპეს გაფორმება სურს

მადრიდის „რეალი“ ქარიმ ბენზემას გუნდიდან წასვლის შემდეგ, ახალი უმაღლესი დონის ფორვარდის შეძენას გეგმავს და რამდენიმე ვარიანტიც შეარჩიეს.

Relovo-ს ცნობით, კარლო ანჩელოტი და ფლორენტინო პერესი ჰარი კეინის თაობაზე ვერ თანხმდებიან. იტალიელ სპეციალისტს ახალი ფორვარდის შეძენა ახლავე სურს, პრეზიდენტს კი ფულის დაზოგვა და 2024 წელს მბაპეს გაფორმება სურს.

მბაპეს გასაფორმებლად „რეალს" ფეხბურთელისთვის ხელფასისა და ხელმოწერის პრემიის სახით დიდი თანხის გადახდა უწევს. კეინის ტრანსფერმა ამ გეგმას შესაძლოა ხელი შეუშალოს.

ინგლისელის ხელფასი დაახლოებით 20 მილიონი ევრო იქნება, თავად ტრანსფერი კლუბს მინიმუმ 100 მილიონი ევრო დაუჯდება. პერესს კი მბაპეს შესაძენად ფულის დაზოგვა სურს.

ამ გაურკვევლობამ კარლო ანჩელოტი შეაშფოთა. მწვრთნელს მომავალი სეზონისთვის გუნდის გაძლიერება სურს და კეინის ტრანსფერს დაჟინებით ითხოვს. „პაპა კარლოს“ ჰარის გაფორმება მხოლოდ მისი სტატისტიკის გამო არ სურს. მას ინგლისელის სათამაშო ინტელექტი და საფეხბურთო სიმწიფე მოსწონს.

აღსანიშნავია, რომ თავად კეინსაც „რეალის“ ვარიანტი ძალიან მოსწონს. რიგმა ესპანურმა გამოცემებმა უკვე დაწერეს კიდეც, რომ ჰარიმ გუნდელებს მისი სურვილის შესახებ უკვე აცნობა.

ასევე აღსანიშნავია, რომ კეინის შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედიც“ ინტერესდება, რომელიც არც ისე უშანსოდაა. ინგლისელს პრემიერ ლიგაში დარჩენა ალან შირერის რეკორდის მოხსნის მიზნით სურს და „წითელი ეშმაკების“ შესაბამისი აქტიურობის შედეგად, შესაძლოა მათი შანსები გაიზარდოს.

კეინმა პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 38 მატჩში 30 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბარსაში დაბრუნება მინდოდა, მაგრამ იმავე ტკივილის გამოვლა არა...“ - მესის ინტერვიუ
„ბარსაში დაბრუნება მინდოდა, მაგრამ იმავე ტკივილის გამოვლა არა...“ - მესის ინტერვიუ