გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„გმირი, რომელმაც ვალენსია ლა ლიგაში დატოვა“ - El Desmarque-ის სტატია მამარდაშვილზე

ესპანური გამოცემამ, El Desmarque-მა „ვალენსიას“ ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. El Desmarque-მა „მამარდას“ „ღამურების“ უმაღლეს დივიზიონში დამტოვებელი გმირი უწოდა და მის მომავალზე ისაუბრა.

„გიორგი მამარდაშვილმა ბეტისთან ჩაატარა მატჩი, რომელიც ალბათ, მისთვის ვალენსიას მაისურით გამართული ბოლო შეხვედრა იქნება. ქართველი ფეხბურთელი ღამურებს მშრალად შენახული კარით ვერ დაემშვიდობა და გოლი პირველივე წუთზე გაუშვა. აიოზე პერესის დარტყმამ მამარდაშვილს საშუალება არ მისცა, ბოლო ტურში, როცა პრემიერ ლიგიდან მისკენ 1000 თვალი იყო მიმართული, დაუმარცხებელი გამოჩენილიყო, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ვალენსიამ უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

მეორე ტაიმში, მამარდაშვილმა გამოავლინა, რომ მეკარის ბრწყინვალე თვისებები აქვს და ვალენსიას უმაღლეს დივიზიონში დარჩენის განმაპირობებელი ერთ-ერთი გმირი სწორედ მათი წყალობით გახდა. გიორგის, თამაშიდან თამაშამდე, გუნდის გადამრჩენელის სტატუსი რომ არ მოერგო, ვითარება განსხვავებული იქნებოდა. ბეტისის წინააღმდეგ, იგი მირანდამ და პერესმა გამოცადეს და ქართველი ძალიან საიმედო იყო. მისი როლი მთელი სეზონის განმავლობაში უაღრესად მნიშვნელოვანი გახლდათ და ინგლისიდან ყურადღება უკვე მიიპყრო. მამარდაშვილი ვალენსიას ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგის ყველა მატჩი სრულად ჩაატარა და მისი მომავალი გასარკვევია.

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული აქტივია და საკუთარი თვისებების წყალობით, ის კარგად ერგება პრემიერ ლიგას, რომლის კლუბებიც ახალ ფეხბურთელებს ყოველთვის ყიდულობენ. ამის ნათელი დადასტურება მესტალიაზე ჩამოსული ინგლისელი სკაუტების რაოდენობაა, რომელმაც მკვეთრად მოიმატა. ვალენსიას თამაშს პრემიერ ლიგის თითქმის ყველა კლუბის წარმომადგენელი დაესწრო. ცუდი სეზონის მიუხედავად, მესტალიაზე თითქმის ყველა ჩამოვიდა. სიტი, ლივერპული, არსენალი... მაგრამ მხოლოდ სამი კლუბი იყო, რომლებიც გიორგის არც ერთ თამაშს არ აცდენდნენ: ლესტერი, ვესტ ჰემი და კრისტალ პალასი“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მეკარემ 2022-23 წლების ლა ლიგის სეზონში „ვალენსიაში“ ყველა მატჩი სასტარტოში შეუცვლელად ჩაატარა, არაერთი რთული ბურთი მოიგერია, ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ იქცა და გუნდის ელიტაში დარჩენაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქეცბაია: „საქართველოსთან უნდა ვაჩვენოთ, რომ გამარჯვება გვინდა“
ქეცბაია: „საქართველოსთან უნდა ვაჩვენოთ, რომ გამარჯვება გვინდა“