ბაიერნი, დორტმუნდის ბორუსია, რაფაელ გერეირო
Aa
Aa

წინასწარი შეთანხმება შედგა - გერეირო ბაიერნში ითამაშებს

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ახალი ტრანსფერის შესახებ გვამცნობს.

ვიგებთ, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ სულ მალე რაფაელ გერეიროს გაიფორმებს. პორტუგალიელ მარცხენა მცველს დორტმუნდის „ბორუსიასთან“ კონტრაქტი ამოეწურება და „რეკორდმაისტერში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

წინასწარი შეთანხმება მიღწეულია. საუბარია 3-წლიან კონტრაქტზე. სამედიცინო შემოწმება შემდეგ კვირაში დაიგეგმა.

შეგახსენებთ, რომ გერეირო „ბორუსიას“ ღირსებას 2016 წლიდან იცავდა. 2016 წლიდან დღემდე, რაფაელმა გერმანული გუნდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 224-ჯერ მოირგო, 40 გოლი გაიტანა და 50 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად: ბელინგემი რეალის ფეხბურთელია
ოფიციალურად: ბელინგემი რეალის ფეხბურთელია