ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ოფიციალურად: ბელინგემი რეალის ფეხბურთელია

ჯუდ ბელინგემის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ინგლისელი ნახევარმცველი 2023/24 წლების სეზონიდან „სამეფო კლუბის“ ღირსებას დაიცავს.

„დორტმუნდმა“ 19 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი თავის ოფიციალურად გვერდზეც დაადასტურა.

„დორტმუნდი“ ბელინგემის სანაცვლოდ 103 მილიონ ევროს მიიღებს. ასევე გათვალისწინებულია ბონუსები თანხის 30%, ანუ 30.9 მილიონი, რომელსაც გერმანული კლუბი კონტრაქტის ამოწურვამდე (2029) მიიღებს.

ამ 6-წლიანი კონტრაქტის განმავლობაში შესაძლოა დამატებით სხვადასხვა საბონუსე სისტემა გააქტიურდეს, რომელიც ფეხბურთელის წარმატებულ ასპარეზობაზე იქნება დამოკიდებული.

ბელინგემი „დორტმუნდის ბორუსიას“ 2020 წლის ივლისში „ბირმინგემიდან“ 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

გერმანიაში 3 სეზონის განმავლობაში ინგლისელმა 132 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები