ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„სწორედ ამიტომ ეძახიან „კვარადონას“ ნაპოლის ფანები“ - CBS Sports კვარაზე

ცნობილმა სპორტულმა ტელევიზია CBS Sports-მა სერია A-ს 2022/23 წლების სეზონი შეაჯამა. ტელევიზიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალისტი ასახელებს მიზეზებს, თუ რატომ გახდა ხვიჩა სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.

რა წერია სტატიაში:

კვარაცხელია სეზონის ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო. როდესაც გასულ ზაფხულს, „ნაპოლიმ“ კვარასთან კონტრაქტი გააფორმა, ძალიან ცოტა თუ იწინასწარმეტყველებდა, რომ ჩემპიონატში ასეთ გავლენას მოახდენდა. კვარაცხელია სწრაფად გახდა სპალეტის გუნდის საკვანძო მოთამაშე და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. განსაკუთრებით სეზონის პირველ ნაწილში ის შეუჩერებლად გამოიყურებოდა და მცველებმა მის შესაჩერებლად ვერაფერი გააკეთეს. ამიტომაც არის, რომ „ნაპოლის“ ფანები მას „კვარადონას“ ეძახიან.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ სადებიუტო სეზონშივე სკუდეტოს გამარჯვებული გახდა და სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მიიღო. ამასთან, ქართველმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ითამაშა, სადაც ორმატჩიან დუელში „მილანთან“ 2:1 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამბედაობა მოვიკრიბე, მასთან მივედი და ვუთხარი...“ - ხვიჩას ისტორია ნეაპოლის აეროპორტში
„გამბედაობა მოვიკრიბე, მასთან მივედი და ვუთხარი...“ - ხვიჩას ისტორია ნეაპოლის აეროპორტში