ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა ევროპის საუკეთესო გუნდში - როგორია WhoScored-ის რეიტინგი

ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტო WhoScored-მა 2022/23 წლების სეზონის ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა, რომელშიც „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც არის შეყვანილი.

სააგენტოს შეფასებით, 22 წლის ფეხბურთელმა სეზონის ბოლოს 7.43-ქულიანი შეფასება დაიმსახურა და „ნაპოლიდან“, ისევე როგორც იტალიის ჩემპიონატიდან ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც რჩეულთა შორის მოხვდა.

რას წერს WHOSCORED-ი კვარაზე:

მისმა წარმოუდგენელმა სეზონმა ის მადრიდის „რეალში“ გადასვლის ზღვარზე დააყენა. „ნაპოლის“ შემტევმა ტოპ ლიგაში სადებიუტო სეზონი შთამბეჭდავად ჩაატარა. მან ჩვენს სიაში 7.43 ქულა დააგროვა. ის ლუჩანო სპალეტის გუნდში სერია A-ს ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე გამორჩეული იყო.

ხვიჩას გარდა, სიმბოლური გუნდის შეტევაში ბუკაიო საკა (7.40) და კილიან მბაპე (7.80) მოხვდნენ. ნახევარდაცვაში ლეო მესი (8.28), ჯუდ ბელინგემი (7.58) და კევინ დე ბრუინი (7.58) არიან შეყვანილნი. დაცვაში პოზიციებს კიერან ტრიპიემ (7.71), ბენჟამინ პავარმა (7.17), ანდრეი ჟიროტო (7.09) და რაფაელ გერერო ინაწილებენ (7.27), საუკეთესო მეკარის ადგილი კი ჯერემის ლედესმას (7.03) ერგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველებს მხოლოდ მე არ ვუყვარვარ, ნეაპოლიც შეუყვარდათ“ - ხვიჩა სეზონს აფასებს
„ქართველებს მხოლოდ მე არ ვუყვარვარ, ნეაპოლიც შეუყვარდათ“ - ხვიჩა სეზონს აფასებს