კარიმ ბენზემა, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ვინისიუსი: ბენზვინი, ვინზემა, ჩვენი დუეტი დაიშალა, მადლობა ყველაფრისთვის ლეგენდა!

დღეს, ქარიმ ბენზემამ „რეალიდან“ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რაც კლუბმა ოფიციალურადაც დაადასტურა.

ცოტა ხნის წინ, ქარიმს სოციალური ქსელით ვინისიუსი დაემშვიდობა:

„ბენზვინი, ვინზემა... ასე დაუძახეთ ჩვენს დუეტს, რომელიც გსურთ. შედეგი ყოველთვის ერთი იყო: გოლები, სიცილი, ტიტულები და უპირველეს ყოვლისა, მუდმივი სასწავლო პროცესი.

როდესაც 2018 წელს სან-გონსალუდან მადრიდში ზედმეტად მორცხვი ბიჭი მოვიდა, შენ პირველი იყავი, ვინც მომესალმა. ეს არასოდეს დამავიწყდება.

მე შენთან ერთად გავიზარდე. ჩვენ ერთად მოვიგეთ ესპანეთში, ევროპასა და მსოფლიოში. და მე შენს ოქროს ბურთს დიდი სიამაყით მივესალმე.

დღეს ჩვენ დავშორდით, ეს „ბნელი დუეტი" დაიშალა, მაგრამ მე ყოველთვის მექნება ჩვენი ვიდეოები, როგორც შთაგონების წყარო და დაუვიწყარი დროის მოგონებები. ქარიმ, ძალიან მომენატრები.

მადლობა ყველაფრისთვის, ლეგენდა!"

- წერს ბრაზილიელი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დოპინგი? ეს შეყვარებულის წამლის გამო მოხდა“ - მე ანდრე ონანა ვარ
“დოპინგი? ეს შეყვარებულის წამლის გამო მოხდა“ - მე ანდრე ონანა ვარ