პსჟ, მარკო ასენსიო
Aa
Aa

შეთანხმება შედგა - ასენსიო პსჟ-სთან კონტრაქტს გააფორმებს

მადრიდის „რეალის“ დატოვების შემდეგ მარკო ასენსიო კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. მხარეებმა ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. 27 წლის მარკო ასენსიო, რომელმაც მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო, პარიზულ კლუბში 2027 წლამდე ითამაშებს. მხარეები კონტრაქტს შემდეგ კვირაში გააფორმებენ მას შემდეგ რაც ასენსიო „რეალის“ ქომაგებს დაემშვიდობება.

ასენსიო „მალიორკას“ აღზრდილია, 2013 წელს პირველ გუნდში დააწინაურეს, 2014 წელს კარიერა მადრიდის „რეალში“ გააგრძელა და მას შემდეგ „სამეფო კლუბის“ ფეხბურთელი იყო, თუმცა ორჯერ გაანათხოვრეს, ჯერ „მალიორკაში“ (2014-15), შემდეგ კი „ესპანიოლში“ (2015-16).

ესპანელმა ცაციამ „რეალისთვის“ 285 შეხვედრაში 61 გოლი შეაგდო, გამომუშავებული პენალტებისა და საგოლე პასების ჯამი 32-ს შეადგენს. გარდა იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული სამჯერ გახდა, ასევე სამჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი (2016-17, 2019-20, 2021-22).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალმა თითქმის 7 მილიონი დაზოგა - აზარმა ხელფასის ნაწილზე უარი თქვა
რეალმა თითქმის 7 მილიონი დაზოგა - აზარმა ხელფასის ნაწილზე უარი თქვა