მანჩინი კვარასთან? - ლაურენტისი მასთან მოლაპარაკებას გამართავს
Aa Aa
4 ივნისი 2023  |  12:42

მანჩინი კვარასთან? - ლაურენტისი მასთან მოლაპარაკებას გამართავს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო მანჩინის კანდიდატურას განიხილავს. როგორც რომაული გაზეთი წერს, მანჩინი 4-3-3-ის სისტემისთვის იდეალური კანდიდატი იქნება.

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიცია ასეთია, ლაურენტისთან შესაძლო თანამშრომლობაზე 15 ივნისის შემდეგ ისაუბრებს, როცა იტალიის ნაკრები ერთა ლიგის შეხვედრას ესპანეთთან გამართავს.

შეგახსენებთ, ლუჩანო სპალეტის მწვრთნელობით „ნაპოლიმ“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოიგო, თუმცა ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე სპალეტისა და ლაურენტისს შორის მოლაპარაკება არ შედგა, ახალი ხელშეკრულების დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ.

მანჩინის გარდა „ნაპოლი“ არაერთ სპეციალისტს დაუკავშირეს. რაფაელ ბენიტესის, მარსელინიოს, ანტონიო კონტეს, ლუის ენრიკეს, იულიან ნაგელსმანის, ტიაგო მოტასა და სერჟიუ კონსეისაუს კანდიდატურებმა გაიჟღერა, თუმცა ამ ეტაპზე ლაურენტისი სპალეტის სავარაუდო შემცვლელთან არ შეთანხმებულა.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონი გახდა და სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა, რომელმაც „პარტენოპეის“ ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში