კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს - იბრაჰიმოვიჩი მილანს ტოვებს
კიდევ ერთი დიდი ეპოქა სრულდება. ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანს“ ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
რომანოს თქმით, „მილანი“ მას კვირას გაცილების ცერემონიას მოუწყობს. ვეტერან თავდამსხმელს კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და გახანგრძლივება აღარ განიხილება.
ჯერჯერობით, ზლატანის საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე საუბარი არ მიმდინარეობს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას თავად იბრა რამდენიმე დღეში მიიღებს. ოქტომბერში ის 42 წლის ხდება.
???? Zlatan Ibrahimović leaves AC Milan. The club have planned for farewell on Sunday at San Siro as contract expires and will NOT be extended. #ACMilan
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 3, 2023
Ibra will turn 42 in October; he will make a decision on his future in the next days. pic.twitter.com/1NEfmRhZ65
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული შვედი „როსონერის“ 2020 წელს დაუბრუნდა. ამ პერიოდის განმავლობაში იბრაჰიმოვიჩმა „მილანის“ მაისური ყელა ტურნირზე ერთად 58-ჯერ მოირგო, 26 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.