მარკო ასენსიო
Aa
Aa

ერთ ნაბიჯშია - ასენსიო პსჟ-ში გადადის

მადრიდის „რეალის" ნახევარმცველი მარკო ასენსიო პსჟ-ში გადასვლასთან ახლოსაა.

As-ის ცნობით, 27 წლის ესპანელი უახლოეს დღეებში პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება, თუ პარიზელებთან მოლაპარაკებებში გაუთვალისწინებელი სირთულეები არ წარმოიშვა, ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება.

ასენსიო პსჟ-სთან კონტრაქტს 4-5 წლიანი ვადით გააფორმებს. სეზონში მისი ანაზღაურებად 10 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები იქნება.

ასენსიოს მიმართ ინტერესს ასევე „ჩელსი“, „ლივერპული“ და „ასტონ ვილა“ იჩენს, მაგრამ ესპანელს ყველაზე მეტად პსჟ-ს შეთავაზება მოეწონა.

„რეალი" ასენსიოს შენარჩუნებას ცდილობდა და ახალი ხელშეკრულებაც შესთავაზეს, მაგრამ ესპანელს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოჰბეზრდა და მეტის სურვილი აქვს, რის გარანტიასაც როგორც ჩანს პარიზელები აძლევენ.

ასენსიომ 2022/23 წლების სეზონში „რეალის“ რიგებში 30 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გალტიე: ჩემთვის ყველა დროის საუკეთესოსთან მუშაობა დიდი პატივი იყო
გალტიე: ჩემთვის ყველა დროის საუკეთესოსთან მუშაობა დიდი პატივი იყო