გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

პრემიერ ლიგის კიდევ ერთი კლუბი | მიქაუტაძეზე დიდი მოთხოვნაა

„მეცის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე კიდევ ერთი ინგლისური კლუბის რადარზე მოექცა. ფრანგული გამოცემის, Le10 Sport-ის ინფორმაციით, მისი საკუთარ რიგებში ხილვით, „ბარნლის“ გარდა, „ვულვზიც“ დაინტერესდა.

როგორც Le10 Sport-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ მიქაუტაძის სატრანსფერო თანხა 20 მილიონ ევრომდე გაიზარდა, „მგლებისთვის“ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. „ვულვზსა“ და „მეცს“ შორის კარგი ურთიერთობაა და შესაძლოა, ამან ტრანსფერის ალბათობა გაზარდოს.

„ვულვზის“ გარდა, მიქაუტაძეს კიდევ ერთი ახალი მსურველი ჰყავს. იმავე Le10 Sport-ის ინფორმაციით, მას „ლიონი“ აკვირდება. ფრანგული გრანდი გიორგის გარშემო შექმნილ ვითარებას თვალს დიდი ყურადღებით ადევნებს, თუმცა „მეცისთვის“ წინადადებით ჯერ არ მიუმართავს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონში, ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 33 მატჩში 22 გოლია. 22 წლის შემტევს კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეცმა ფასი გაზარდა - კლუბი მიქაუტაძის შესანარჩუნებლად იბრძოლებს
მეცმა ფასი გაზარდა - კლუბი მიქაუტაძის შესანარჩუნებლად იბრძოლებს