გურამ ქუთათელაძე, ხამზატ ჩიმაევი
Aa
Aa

ვიზის პრობლემები - ცნობილია, რატომ ჩაეხსნა ქუთათელაძე ბრძოლას

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 4 ივნისს, UFC ESPN 45-ზე აღარ იჩხუბებს, ამის მიზეზად კი ვიზასთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა.

მანამდე, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქუთათელაძე ბრძოლას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჩაეხსნა, რაც ქართველმა მებრძოლმა კატეგორიულად უარყო.

რას ამბობს ქუთათელაძე:

ბრძოლას იმის გამო არ ჩავეხსენი, რომ მომზადების დროს პრობლემები შემექმნა, ეს ვიზის მიღებასთან დაკავშირებული გართულებების გამო მოხდა. ნებისმიერ მებრძოლთან ჩხუბისთვის მზად ვარ. ახლა, ახალი ბრძოლის თარიღზე მიმდინარეობს მუშაობა. უახლოეს კვირებში დავბრუნდები. სპეკულაციებს მოეშვით. მადლობა გაგებისთვის, ღმერთი გფარავდეთ.

აღნიშნული განცხადებას ქუთათელაძემ ხამზატ ჩიმაევთან ერთად გადაღებული ვიდეო დაურთო, სადაც ამბობს, რომ ის მომავალი ჩხუბისთვის მასთან ერთად ემზადება.

შეგახსენებთ, რომ ქართველ მებრძოლს 4 ივნისს ჯეიმი მალარკის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა და როგორც ამ განცხადებით ვიგებთ, უახლოეს მომავალში ქუთათელაძის ახალი მეტოქის ვინაობა გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონები პრაღაში ეშვებიან - EJU-ს სტატია კადეტ ძიუდოისტებზე
ჩემპიონები პრაღაში ეშვებიან - EJU-ს სტატია კადეტ ძიუდოისტებზე