მადრიდის რეალი, კარიმ ბენზემა, ალ იტიჰადი
Aa
Aa

DIARIO AS: ბენზემა საუდის არაბეთში თამაშს დათანხმდა

კარიმ ბენზემას და მადრიდის „რეალის“ გზები ნელ-ნელა იყრება. ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ ფრანგი თავდამსხმელი საუდის არაბეთში გადავა.

ფაბრიციო რომანოს თქმით, ვეტერან შემტევს არაბებისთვის პასუხი კვირას უნდა ეთქვა, თუმცა DIARIO AS მოვლენებს წინ უსწრებს და ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

ვიგებთ, რომ ბენზემა არაბების შემოთავაზებას დათანხმდა. ცნობილია ასევე კლუბი, სადაც კარიმი კარიერას გააგრძელებს. წყაროს ცნობით, „რეალის“ კაპიტანი „ალ იტიჰადში“ გადავა. 

ცნობისთვის, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა და როგორც უკვე მოგახსენეთ ინფორმაციის გამავრცელებელი DIARIO AS გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებულის შემცვლელად „სამეფო კლუბი“ ჰარი კეინს და ხოსელუს მოიაზრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევრო 2023: ნიდერლანდებმა და პორტუგალიამ შემადგენლობები დაასახელეს
ევრო 2023: ნიდერლანდებმა და პორტუგალიამ შემადგენლობები დაასახელეს