ჩელსი, მანჩესტერ სიტი, მატეო კოვაჩიჩი
Aa
Aa

კოვაჩიჩი სიტიში? - მოლაპარაკება დაწყებულია

არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ილქაი გიუნდოგანი „მანჩესტერ სიტის“ დატოვებს. ამის გამო, პეპ გუარდიოლა მის შემცვლელს ეძებს.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ მატეო კოვაჩიჩთან კონკრეტული მოლაპარაკება დაიწყო. „ქალაქელებს“ მისი შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურთ. პოზიტიური საუბარი შედგა ხორვატი ნახევარმცველის გარემოცვასთან. რომანო იმასაც წერს, რომ „ჩელსი“ მატეოს გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მოლაპარაკება გაგრძელდება.“

ფაბრიციო რომანოს ამ ინფორმაციას ისიც ამყარებს, რომ დღეს Daily Mail-მა „ლურჯებიდან“ წამსვლელთა სია გამოაქვეყნა, რომელშიც კოვაჩიჩი წერია. პოჩეტინოს მასთან თანამშრომლობა არ სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევრო 2023: ნიდერლანდებმა და პორტუგალიამ შემადგენლობები დაასახელეს
ევრო 2023: ნიდერლანდებმა და პორტუგალიამ შემადგენლობები დაასახელეს