ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლაუტარო მარტინესი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

სერია ა-ს წლის საუკეთესო თავდამსხმელი - ხვიჩა ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა

სერია ა-ს მიმდინარეა სეზონი დასასრულს უახლოვდება. ჩასატარებელი მხოლოდ ერთი ტური დარჩა, ჩემპიონი კი „ნაპოლი“ გახდა.

სერია-ს „ტვიტერის“ ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა 3 კანდიდატი, რომლებიც წლის საუკეთესო თავდამსხმელის წოდებისთვის იბრძოლებენ.

საუბარი რაფაელ ლეაუზე(„მილანი“), ლაუტარო მარტინესზე(„ინტერი“) და ვიქტორ ოსიმენზეა(„ნაპოლი“).

აღნიშნულ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელია ვერ მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა „პარტენოპეის“ ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ხვიჩამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონები პრაღაში ეშვებიან - EJU-ს სტატია კადეტ ძიუდოისტებზე
ჩემპიონები პრაღაში ეშვებიან - EJU-ს სტატია კადეტ ძიუდოისტებზე