ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

სერია A-ს სეზონის სიმბოლური | ხვიჩა 90 Min-ის რჩეულთა შორისაცაა

ESPN-ის შემდეგ, სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ, 90 Min.com-მა შეადგინა. „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო თერთმეტეულში კიდევ ერთხელ მოხვდა და შეტევაში ვიქტორ ოსიმენთან და ლაუტარო მარტინესთან ერთად იმყოფება.

„ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის აღმოჩენაა. გასულ ზაფხულს, როცა კვარა ნეაპოლში ჩავიდა, მას ძალიან ცოტა იცნობდა. მის წარმატებას ბევრი არ ვარაუდობდა, თუმცა კვარაცხელია ლუჩანო სპალეტის გუნდის ერთ-ერთ ხელშეუხებელ ფეხბურთელად მალევე იქცა.

მისი სტატისტიკა, რომელიც 14 გოლისგან და ამდენივე საგოლე გადაცემისგან შედგება, ყველაფერზე მეტყველებს. ხვიჩამ იტალიაზე გავლენა მოახდინა, სწრაფია და მეტოქესთან პირისპირ თამაშისას ეფექტურია. ის იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ახალი მარგალიტია“, - წერს 90Min.com-ი.

ცნობილი სპორტული ვებგვერდის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე: ალექს მერეტი (ნაპოლი).

მცველები: ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), კიმ მინ-ჯე (ნაპოლი), ალესიო რომანიოლი (ლაციო), ტეო ერნანდესი (მილანი).

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), სტანისლავ ლობოტკა (ნაპოლი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი).

თავდამსხმელები: ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტის გამოსამშვიდობებელი საჩუქარი | მას ყველა ფეხბურთელი მიიღებს
სპალეტის გამოსამშვიდობებელი საჩუქარი | მას ყველა ფეხბურთელი მიიღებს