ჩელსი, მილანი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი
Aa
Aa

ლოფტუს ჩიკი მილანში გადასვლაზე თანახმაა - პრობლემა სატრანსფერო ღირებულებაა

გუშინ, ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ „მილანსა“ და „ჩელსის“ შორის რუბენ ლოფტუს-ჩიკთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტის თქმით, სიტუაცია პოზიტიურია და შეთანხმება მალე შედგება. დღეს, იტალიური მედია ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ „როსონერისა“ და ფეხბურთელს შორის პირადი დეტალები შეთანხმებულია. ახლა მხოლოდ სატრანსფერო ღირებულებაა შესათანხმებელი. „ჩელსი“ საკუთარ მოთამაშეს 25 მილიონ ევროს აფასებს, ხოლო იტალიელებს 20 მილიონზე მეტის გადახდა არ სურთ. თანაც მაშინ, როდესაც რუბენს კონტრაქტი მომავალი წლის ივნისში ეწურება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „მილანმა“ ვერ იაქტიურა და სტეფანო პიოლის გუნდი დიდად ვერ გაძლიერდა. „ჩელსის“ ნახევარმცველის გადაბირება კი ნახევარდაცვაში ბევრ პრობლემას მოაგვარებს.

ცნობისთვის, ლოფტუს-ჩიკი „არისტოკრატების“ აღზრდილი გახლავთ და პირველ გუნდში 2014 წლიდან თამაშობს. 2014 წლიდან დღემდე, რუბენმა „ლურჯების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 155-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არც სიტი, არც არსენალი - ნეიმარს მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედში სურს
არც სიტი, არც არსენალი - ნეიმარს მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედში სურს