მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბები | რეალი პირველ ადგილს იკავებს
Aa
Aa

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბები | რეალი პირველ ადგილს იკავებს

Forbes-მა 2023 წლის ყველაზე ძვირადღირებული კლუბები დაასახელა. პირველ ადგილზე მადრიდი „რეალი“ იმყოფება, რომელიც 6.07 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. მეორე პოზიციაზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ ვხედავთ - 6 მილიარდი, ხოლო მესამე „ბარსელონაა“ – 5.51 მილიარდი.

ხუთეულს პრემიერ ლიგის წარმომადგენლები, „ლივერპული“ (5.29 მილიარდი) და „მანჩესტერ სიტი“ (4.99 მილიარდი) ასრულებენ. მათ „ბაიერნი“ (4.86 მილიარდი), „პარი სენ-ჟერმენი (4.21 მილიარდი), „ჩელსი“ (3.1 მილიარდი), „ტოტენჰემი“ (2.8 მილიარდი) და „არსენალი“ (2.26 მილიარდი) მოჰყვებათ.

საინტერესოა, რომ ტოპ 20-ში MLS-ის სამ წარმომადგენელს ვხედავთ. მე-17, მე-18 და მე-19 ადგილებს „ლოს ანჯელესი“ (1 მილიარდი), „ლოს ანჯელეს გალაქსი“ (925 მილიონი) და „ატლანტა იუნაიტედი“ (850 მილიონი) იკავებენ. პრემიერ ლიგიდან წლეულს გავარდნილი „ლესტერი“ 23-ე ადგილზეა, ხოლო „ევერტონი“, რომელმაც დარჩენა ბოლო ტურში გაინაღდა, - 25-ზე იმყოფება.

Forbes-ის მიხედვით, ტოპ 20 კლუბის საშუალო ღირებულებას თუ ავიღებთ, შარშანდელთან შედარებით, მათი ფასი 14 პროცენტით მაღალია. ტოპ 30-ში ყველაზე მეტი ინგლისური კლუბია, შემდეგ კი აშშ მოდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტის გამოსამშვიდობებელი საჩუქარი | მას ყველა ფეხბურთელი მიიღებს
სპალეტის გამოსამშვიდობებელი საჩუქარი | მას ყველა ფეხბურთელი მიიღებს