პსჟ, მანჩესტერ იუნაიტედი, ნეიმარი
Aa
Aa

არც სიტი, არც არსენალი - ნეიმარს მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედში სურს

მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ნეიმარი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ფეხბურთელი იქნება.

ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის გადაბირებით „არსენალი“, „ნიუკასლი“ და „მანჩესტერ სიტი“ ინტერესდებიან. მეტიც, FootMercato-ს ინფორმაციით, „ქალაქელები“ პარიზელებს დაუკავშირდნენ და საკუთარი პირობები გააცნეს.

ამავე წყაროზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედში“ სურს თამაში. თუ ნეიმარი „პარი სენ ჟერმენს“ დატოვებს გეზს მხოლოდ „წითელი ეშმაკებისკენ“ აიღებს.

ამის პარალელურად, გლეიზერების გუნდი მის მიმართ არანაირ ყურადღებას არ იჩენს. ასევე ცნობილია, რომ ფრანგულ გიგანტს ნემარის გასხვისება ძალიან უნდა. ცნობისთვის, 31 წლის ფეხბურთელს პსჟ-სთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისში ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გერმანული კლუბებიც აქტიურობენ | მიქაუტაძის მსურველთა სია გაიზარდა
გერმანული კლუბებიც აქტიურობენ | მიქაუტაძის მსურველთა სია გაიზარდა