მაურისიო პოჩეტინო
Aa
Aa

პოჩეტინოს შავი სია | ჩელსიში დიდი წმენდა იგეგმება

ლონდონის „ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო კლუბში დიდი წმენდის ჩატარებას აპირებს. არგენტინელი სპეციალისტის გეგმებზე ბრიტანულმა გამოცემამ, Daily Mail-მა დაწერა და განაცხადა, რომ ზაფხულში, „სტემფორდ ბრიჯს“ ბევრი ფეხბურთელი დატოვებს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, დიდი შანსია, „ჩელსიდან“ კრისტიან პულიშიჩი, მატეო კოვაჩიჩი, ჰაკიმ ზიეჩი, ნგოლო კანტე, კალიდუ კულიბალი, ედუარდ მენდი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, სეზარ ასპილიკუეტა, კალუმ ჰადსონ-ოდოი, მეისონ მაუნტი, კონორ გალაჰერი, ტრევო ჩალობა, რუბენ ლოფტუს-ჩიკი, ჟოაუ ფელიქსი და დენის ზაკარია წავიდნენ. პოჩეტინო გუნდში არსებული ვითარების დაბალანსებას აპირებს და მიაჩნია, რომ ცვლილებები აუცილებელია.

საინტერესოა, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელთა გაფორმება (რამდენიმე აკადემიის აღზრდილია) „ჩელსის“ საერთო ჯამში, 260 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა. „არისტოკრატებს“ იმედი აქვთ, რომ მათ სანაცვლოდ 280 მილიონს მიიღებენ და წაგებაში არ დარჩებიან. მსურველი ბევრ მათგანს ჰყავს და გამორიცხული არაა, ლონდონელებმა მიზანს მიაღწიონ.

პულიშიჩის გადაბირება „ნაპოლისა“ და „იუვენტუსს“ სურთ, კოვაჩიჩს „სიტისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებენ, ზიეჩს - „მილანს“, „ინტერსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“, კულიბალის - „იუვენტუსს“, მენდის - „ინტერსა“ და „ნიცას“, ასპილიკუეტას - „ბარსას“, ჰადსონ-ოდოის - „ნოტინგემ ფორესტს“, მაუნტს კი „ლივერპულსა“ და „არსენალს. ასე რომ, ლონდონელთა ქომაგებს დატვირთული ზაფხული ელით და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევროპული ფეხბურთის აღმოჩენაა“ - კვარა ESPN-ის სიმბოლურ ნაკრებში
„ევროპული ფეხბურთის აღმოჩენაა“ - კვარა ESPN-ის სიმბოლურ ნაკრებში