მადრიდის რეალი, ხოსელუ, იაგო ასპასი
Aa
Aa

ანჩელოტი: “ხოსეული? მე ის ძალიან მომწონს“

კარლო ანჩელოტი კარიმ ბენზემას შემცვლელს ეძებს. დღეს სპორტულ მედიაში ჰარი კეინის სახელმა გაიჟღერა. ამასთან ერთად, ავტორიტეტული გამოცემა Goal.Com იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს გვთავაზობს, რომელიც თავდამსხმელის პოზიციას უკავშირდება.

რა თქვა ანჩელოტიმ?

„ხოსეულუ? მე ის ძალიან მომწონს. ასევე მომწონს ასპასი და მორატა. ზოგადად, უპირატესობას ვანიჭებ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებსაც ბევრი გოლი გააქვთ. ამაზე ბევრს ვმუშაობთ, თუმცა ჩვენს სამომავლო მიზნებზე არ ვისაუბრებ.“

მადრიდის „რეალის“ უმთავრესი მიზანი ბენზემას გრძელვადიანი შემცვლელის პოვნაა. კარიმი სულ მალე 36 წლის ხდება და აშკარაა, რომ მიმდინარე სეზონში ისეთი დონეზე ვეღარ თამაშობს, როგორც გასულ სეზონებში.

ასევე გეტყვით, „სამეფო კლუბი“ ნახევარდაცვის გაძლიერებასაც გეგმავს. ფაქტობრივად შეთანხმებულია ჯუდ ბელინგემის ტრანსფერი, რომელიც მომავალი სეზონიდან „რეალის“ მაისურს მოირგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თუ მესი დაიბრუნეს, შესაძლოა ბარსამ დი მარიაც გაიფორმოს
თუ მესი დაიბრუნეს, შესაძლოა ბარსამ დი მარიაც გაიფორმოს