აურელიო დე ლაურენტისი, ლუის ენრიკე
Aa
Aa

კონტაქტი შედგა - დე ლაურენტისი ლუის ენრიკესთან მოლაპარაკებებს იწყებს

ბოლო დღეებში „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის ენრიკეს აქტიურად განიხილავენ. იტალიურ პრესაში საკმაოდ სანდო ინფორმაციებიც ვრცელდება.

დღეს კი Corriere dello Sport-მა დაადასტურა, რომ დე ლაურენტისსა და ლუის ენრიკეს შორის კონტაქტი შედგა.

„პრეზიდენტმა აიღო ტელეფონი და ლუჩოს დაურეკა. საუბარო გუნდის მომავალზე იყო, რომელიც აწმყოზე ნაკლები არ უნდა იყოს. მათი სასაუბრო თემა ხელფასები და კორპორატიული პოლიტიკაც იყო.

აშკარაა, რომ ნაპოლის აქვს ამბიციური პროექტი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზეა ორიენტირებული. ეს არის გუნდი სკუდეტოთი და მნიშვნელოვანი ფეხბურთელებით. დე ლაურენტისს ლუის ენრიკეს დანიშვნა სურს“.

- წერს იტალიური გამოცემა.

ამ მომენტისთვის გადაწყვეტილი არაფერია, მათ შორის არც სპალეტის დარჩენა, თუმცა ბოლო დროს მწვრთნელსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობა იმდენად არასახარბიელოა, რომ ეს ვერსია ნაკლებად მოსალოდნელია.

„ნაპოლის“ ლუის ენრიკეს გარდა სათადარიგო ვარიანტებიც აქვს - ტიაგო მოტა, ვინჩენცო იტალიანო, ანტონიო კონტე და რამდენიმე უცნობი გვარი, რომელიც ჯერ არ საჯაროვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიმდინარე სეზონის საუკეთესო ტრანსფერები | რომელ ადგილზეა ხვიჩა
მიმდინარე სეზონის საუკეთესო ტრანსფერები | რომელ ადგილზეა ხვიჩა