ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნომერ პირველები ხართ“ - კვარამ სცენიდან ნეაპოლელებს მიმართა

„ნაპოლის“ ისტორიული ჩემპიონობის შემდეგ, ნეაპოლში ზეიმი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სპალეტის გუნდის პატივსაცემად პიაცა დელ პლებისციტოზე კონცერტი გაიმართა, სადაც პოპულარულმა იტალიელმა მომღერალმა ჯიჯი დ’ალესიომ იმღერა.

მალევე სცენაზე „ნაპოლის“ პრეზიდენტსა და ფეხბურთელებს უხმეს. დე ლაურენტისთან ერთად ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი სიმეონე და ჯაკომო რასპადორი იმყოფებოდნენ.

სხვებთან ერთად პუბლიკისთვის სიტყვით მიმართვის საშუალება ხვიჩასაც მიეცა:

„მოგესალმებით ყველას! ცოტა იტალიურადაც ვსაუბრობ და ნეაპოლურადაც. თქვენ, ნეაპოლელები ნომერ პირველები ხართ!“

- მიმართა კვარაცხელიამ ხალხს, რასაც დიდი ოვაციები მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. კვარაცხელიამ კი ნეაპოლელთა მაისურით თავის სადებიუტო სეზონში 41 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება