აურელიო დე ლაურენტისი, ლუის ენრიკე
Aa
Aa

სპალეტიზე 3-ჯერ მეტს გადაუხდიან? ნაპოლის შეთავაზება ლუის ენრიკეს

„ნაპოლი“ ახალი მწვრთნელის ძიებაშია. ლუჩანო სპალეტის წასვლა უკვე გადაწყვეტილია. კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი მი შემცვლელთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება.

საუბარია ლუის ენრიკეზე, რომელიც დე ლაურენტისის სიაში ნომერ პირველი არჩევანია. თავად ესპანელსაც ნეაპოლელთა ვარიანტი ძალიან მოსწონს და იტალიაში დასაბრუნებლად მზადაა.

Corriere dello Sport-ის ცნობით, დე ლაურენტისი მზადაა ლუის ენრიკესთვის მსუყე შეთავაზება გაამზადოს, რათა მისი გადაბირება დროულად შეძლოს. საუბარია ანაზღაურების სახით წლიურ 10 მილიონ ევროზე. ხელშეკრულება კი 2-წლიანი იქნება.

ცნობისთვის, სპალეტის ხელფასი წლიურად 2.8 მილიონი ევროა. ლუჩანო ანაზღაურების გაზრდას 1 მილიონით ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო.

წყარო წერს, რომ დე ლაურენტისი თამამი ნაბიჯის გადადგმას არ ერიდება. მან მსგავსი რამ ადრე უკვე გააკეთა, როცა მოულოდნელად ანჩელოტი დაითხოვა და გუნდი მაურისიო სარის ჩააბარა. ამჯერად, იგი სპალეტის უშვებს და ლუის ენრიკე დანიშვნას გეგმავს, რომლის სამწვრთნელო პროფილსაც სრულიად ენდობა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ლუის ენრიკეს სამწვრთნელო შტაბში ადგილი პეპე რეინამ დაიკავოს, რომელიც კლუბის ღირსებას 2015-2018 წლებში იცავდა. 40 წლის ესპანელმა შესაძლოა მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერა დაასრულოს და საფეხბურთო მოღვაწეობა სამწვრთნელო შტაბში განაგრძოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვენტურა: ხვიჩას 3-5-2 სქემაში თავისი თამაში და როლი არ ექნება
ვენტურა: ხვიჩას 3-5-2 სქემაში თავისი თამაში და როლი არ ექნება