ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ბარათის გაუქმებისთვის - სევილიას ქომაგები რეალთან მატჩში ბოიკოტს გეგმავენ

„სევილიას“ გულშემატკივრები მადრიდის „რეალთან" მატჩს ბოიკოტს გამოუცხადებენ.

ანდალუსიელი ქომაგები ვინისიუს ჟუნიორის გაუქმებულ წითელ ბარათს გააპროტესტებენ, რომელიც მან „ვალენსიასთან“ მატჩში მეტოქისთვის სახეში ხელის ჩარტყმისთვის მიიღო.

ბრაზილიელ გარემარბს „მესტალიას“ ტრიბუნებიდან რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს, რისთვისაც მატჩი 10 წუთით შეწყვეტილი იყო. შემდეგ შეხვედრა ჩხუბში გადაიზარდა და „ვინიც“ სწორედ ამის შემდეგ გააძევეს.

რასისტული სკანდალის შემდეგ, ლა ლიგამ მეორე დღეს ბრაზილიელი ფეხბურთელის ბარათი გააუქმა, რაც ბევრმა არასწორ ნაბიჯად ჩათვალა, მათ შორის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ, რომელმაც ვინისიუსს მხარი დაუჭირა, თუმცა ლა ლიგის ამ გადაწყვეტილებას აბსურდი უწოდა.

„სევილია“ „რეალი“ 27 მაისს გაიმართება. ადგილობრივი ქომაგი კი მატჩზე არდასწრებას, ან სტადიონზე შეხვედრის დასრულების შემდეგ მისვლას გეგმავს. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოზიციის შეცვლა და 90 მილიონის დაკარგვა - რა დაუჯდება მბაპეს რეალში წასვლა?
პოზიციის შეცვლა და 90 მილიონის დაკარგვა - რა დაუჯდება მბაპეს რეალში წასვლა?