არსენალი, ჩელსი, ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

ნადირობა მაუნთზე - ჩელსის 55 მილიონი შესთავაზეს

მეისონ მაუნთს ლონდონის „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისში ეწურება. აქედან გამომდინარე, მასზე პრემიერ ლიგაში ნამდვილი ნადირობა გაჩაღდა.

ინგლისელი ნახევარმცველის გადაბირება „მანჩესტერ იუნაიტედს“, „არსენალს“ და „ლივერპულს“ სურს.

ჩამოთვლილი გუნდებიდან ყველაზე დიდ ინტერესს „წითელი ეშმაკები“ იჩენენ. გლეიზერებმა ლონდონელებს 55 მილიონი ევრო შესთავაზეს. Daily Mail-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით „არისტოკრატებს“ პასუხი არ გაუციათ, თუმცა, როგორც აღნიშნული გამოცემა წერს ფეხბურთელსა და კლუბს შორის ახალ კონტრაქტზე საუბარი არარეალურად მოჩანს.

იმ შემთხვევაში, თუ მაუნთი ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს, „ლურჯები“ იძულებულნი იქნებიან, რომ მას შეელიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ჩელსი“ მეისონს უფასოდ დაკარგავს.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ინგლისელი „ჩელსის“ აკადემიაში 2005 წელს ჩაირიცხა და პირველ გუნდში 2019 წელს დააწინაურეს. 2019 წლიდან დრემდე, მაუნთმა „არისტოკრატების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 195-ჯერ მოირგო, 33 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოზიციის შეცვლა და 90 მილიონის დაკარგვა - რა დაუჯდება მბაპეს რეალში წასვლა?
პოზიციის შეცვლა და 90 მილიონის დაკარგვა - რა დაუჯდება მბაპეს რეალში წასვლა?