გიორგი მამარდაშვილი, რუბენ ბარახა
Aa
Aa

ბარახა: „მამარდასთვის მიყენებული შეურაცხყოფა? პატივისცემას ჩვენც ვიმსახურებთ“

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ესპანელ სპეციალისტს „რეალთან“ გამართული შეხვედრისას განვითარებული მოვლენების შესახებაც ჰკითხეს და ბარახა მოკლე პასუხებით შემოიფარგლა.

„კლუბმა კანონის მიხედვით იმოქმედა და წესებს დაემორჩილა. სანქციები, რომლებიც მივიღეთ არაკანონზომიერად და უსამართლოდ მეჩვენება. მხოლოდ ფეხბურთზე ვართ ორიენტირებული და წინ მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება, რომელშიც კარგ გუნდს დავუპირისპირდებით. მალიორკას ჰყავს მწვრთნელი, რომელიც გუნდს ინტენსიურად ათამაშებს და იმედი მაქვს, სასურველ შედეგს დავაფიქსირებთ.

მამარდაშვილისთვის მიყენებული შეურაცხყოფა სოციალურ ქსელებში? როგორც კლუბი, ფეხბურთელები და ადამიანები პატივისცემას ჩვენც ვიმსახურებთ. სხვა არაფერი მაქვს სათქმელი“.

ცნობისთვის, „ვალენსიას“ ქართველ მეკარეს შეურაცხყოფა „რეალის“ გულშემატკივრებმა, ვინისიუს ჟუნიორთან დაწყებული ჩხუბის გამო მიაყენეს. „ღამურებისთვის“ დაწესებულ სანქციებს რაც შეეხება, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ „ჩეს“ 45 000 ევროს გადახდა დააკისრა და ტრიბუნების ნაწილი, რომელიც მარიო კემპესის სახელობისაა, მომდევნო 5 მატჩის განმავლობაში გულშემატკივრებისთვის დაკეტილი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისმა სკუდეტოს მოგების აღნიშვნისას გამოარჩია | რას წერენ კვარას მომავალზე
დე ლაურენტისმა სკუდეტოს მოგების აღნიშვნისას გამოარჩია | რას წერენ კვარას მომავალზე