დიმიტრი გოჩილაძე, ბაქარ ერაშვილი, გიორგი ჩიქოვანი
Aa
Aa

ლინცის გრან პრი - ქართველების მეტოქეები ცნობილია

25 მაისს ავსტრიის ქალაქ ლინცში გრან პრი გაიმართება. დღეს, წილისყრა ჩატარდა, სადაც ქართველი ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა გაირკვა.

ცნობისთვის, ლინცის გრან პრიზე საქართველოს 4 ძიუდოისტი წარადგენს. 81 კგ-მდე კატეგორიაში ზაურ დვალიშვილი და დიმიტრი გოჩილაძე იასპარეზებენ. შესაბამისად, ზაურის მეტოქე ამერიკელი კელ ბერლინერი იქნება, ხოლო დიმიტრის ურუგვაელი ალან აპრაჰამიანი დაუპირისპირდება.

90 კგ კატეგორიაში საქართველოს სახელით ბაქარ ერაშვილი იასპარეზებს, რომელიც ბრიტანელ სტუარტ მაკვატს შეხვდება. 100 კგ-მდე კატეგორიაში საკუთარ ქვეყანას გიორგი ჩიქოვანი წარადგენს. გიორგის მეტოქე კი გერმანელი კილიან კილიან კაპელმეიერი იქნება.

ცნობისთვის, ლინცის გრან პრი, როგორც უკვე მოგახსენეთ, 25 მაისს დაიწყება და 27-ში დასრულდება. ფინალური ეტაპი 27 მაისს საქართველოს დროით 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხომ იცით, რომ სიკვდილი გავითამაშე?!“ - დიეგო მარადონას ფეისბუქ ანგარიში გატეხეს
„ხომ იცით, რომ სიკვდილი გავითამაშე?!“ - დიეგო მარადონას ფეისბუქ ანგარიში გატეხეს