ჩავი ერნანდესი, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ჩავი: „გამიკვირდა, ვინისიუსის წითელი რომ გააუქმეს“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ვინისიუს ჟუნიორს „ვალენსიასთან“ მიღებული წითელი ბარათი გაუუქმეს. „ბლაუგრანას“ თავკაცმა საკუთარი პოზიცია „ვალიადოლიდთან“ გამართული მატჩის შემდეგ დააფიქსირა და განაცხადა, რომ გაკვირვებული დარჩა.

„რასიზმისა და შეურაცხყოფის ნებისმიერი გამოვლინება დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, მაგრამ ის, რაც მოედანზე ხდება, სხვა საქმეა. ეჭვგარეშეა, რომ აგრესიას ჰქონდა ადგილი და გაკვირვებული ვარ, წითელი ბარათი რომ გააუქმეს. ერთს მეორესთან საერთო არაფერი აქვს“.

შეგახსენებთ, რომ „მესტალიაზე“ გამართული მატჩისას, „ვალენსიას“ გულშემატკივრებმა ვინისიუს ჟუნიორს რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენეს და მისი მისამართით სიტყვა „მაიმუნს“ სკანდირებდნენ. მატჩის მიწურულს, ბრაზილიელსა და „ღამურების“ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და მსაჯმა „ვინის“ წითელი ბარათი უჩვენა. ვინისიუსის ეპიზოდი სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა და VAR-ის პერსონალი დასაჯა. მათ მთავარი არბიტრისთვის არ უთქვამთ, მოვლენები ზუსტად როგორ განვითარდა და ყველა რაკურსიც არ უჩვენებიათ. შედეგად, VAR-ზე მომუშავე ექვსივე არბიტრი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, „რეალი“ მომდევნო შეხვედრას დღეს გამართავს. თბილისის დროით, 21:30-ზე, „სამეფო კლუბი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისმა სკუდეტოს მოგების აღნიშვნისას გამოარჩია | რას წერენ კვარას მომავალზე
დე ლაურენტისმა სკუდეტოს მოგების აღნიშვნისას გამოარჩია | რას წერენ კვარას მომავალზე