რეალი, ვალენსია, დიეგო სიმეონე
Aa
Aa

სიმეონე: “ესპანეთი რასისტული ქვეყანა არ არის“

ვინისიუს ჯუნიორის გარშემო აგორებულ სკანდალს დიეგო სიმეონე ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ ესპანეთი რასისტული ქვეყანა არ არის.

სიმეონე:

„ესპანეთი რასისტული ქვეყანა არ არის. როდესაც ასეთი რამ ხდება უბრალოდ უფრო მეტად უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები დაისაჯონ. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სტადიონზე არ ხდება. ხშირად ქუჩაშიც მინახავს და ამ პრობლემებზე ვინმემ აქცენტი უნდა გააკეთოს.

დიეგო კოშტას შემთხვევებზე საუბარი არ მსურს. ყურადღებას „ვალენსიასა“ და „რეალს“ შორის მომხდარზე ვამახვილებ. ეს შემთხვევა იმაზე ღრმაა, ვიდრე ჩანს. მითუმეტეს, როდესაც საქმე „რეალს“ ეხება ბევრად უფრო დიდი ხდება. ნებისმიერ შემთხვევაში, დამნაშავე უნდა დაისაჯოს.“

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიასა“ და „რეალის“ მატჩის VAR-ის ყველა მსაჯი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მეტიც, ვინისიუსი ისე გამოვიდა წყობიდან, რომ  მადრიდული გრანდის დატოვებაზე ფიქრობს. ამის შესახებ ინფორმაცია ESPN BRASIL-მა გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლა ლიგამ ვიდეო მიუძღვნა - მამარდა ტურის საუკეთესო მეკარე გახდა
ლა ლიგამ ვიდეო მიუძღვნა - მამარდა ტურის საუკეთესო მეკარე გახდა