ბუკაიო საკა
Aa
Aa

„ყველაფერი მაქვს, რათა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე“ - საკა არსენალში რჩება

„არსენალის“ ფეხბურთელმა, ბუკაიო საკამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინგლისელმა შემტევმა „მეთოფეებთან“ გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის დეტალებიც ლონდონელებს არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა ბრიტანული პრესის ცნობით, კონტრაქტი სავარაუდოდ, 2027 წლის ივნისამდეა გათვლილი.

„კლუბისთვის ძალიან კარგია, ბუკაიომ კონტრაქტი რომ გაახანგრძლივა. ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტების შენარჩუნება პროგრესისთვის უმნიშვნელოვანესია და საკა ჩვენი ახლანდელი და სამომავლო შემადგენლობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ფანტასტიკური ტალანტია, ბუკაიო განსაკუთრებული ადამიანიცაა. ის თითოეულ ჩვენგანს უყვარს და მოუთმენლად ველით, ჩვენთან ერთად პროგრესს როგორ განაგრძობს“, - განაცხადა „არსენალის“ თავკაცმა, მიკელ არტეტამ.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, ეს სწორი კლუბი და სწორი ადგილია, რათა მომდევნო ნაბიჯი გადავდგა. არსენალი ლამაზი კლუბია და ჩემი აზრით, ყველაფერი მაქვს, რათა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე“, - აღნიშნა საკამ.

ცნობისთვის, ინგლისელი ფეხბურთელი „არსენალის“ რიგებში 8 წლიდან თამაშობს. 2022-23 წლების სეზონში, მან 14 გოლი და 11 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“პატივისცემა ჩემგან და შენს გვერდით ვარ“ - მამარდამ ვინისიუსს მიმართა
“პატივისცემა ჩემგან და შენს გვერდით ვარ“ - მამარდამ ვინისიუსს მიმართა