ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

ნაპოლის ფეხბურთელები ბონუსს მიიღებენ | რა თანხა გადაეცემათ სკუდეტოს მოგებისთვის?

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს მიმდინარე სეზონის ტრიუმფატორი გახდა და კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გუნდისთვის ბონუსის გადაცემა გადაწყვიტა. ეს ინფორმაცია ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ, Il Mattino-მ გაავრცელა და თანხაც დაასახელა, რომელიც ბონუსის სახით იქნა გამოყოფილი.

„პარტენოპეის“ პირველ პირს სურს, „სკუდეტოს“ დასაკუთრებაში წვლილის შემტანი ყველა ადამიანი დააჯილდოოს. Il Mattino-ს ცნობით, დე ლაურენტისმა 8 მილიონი ევრო გამოყო, რომლიდანაც 4 მილიონი ფეხბურთელებს გადაეცემათ და ისინი თანხას თანაბრად გაინაწილებენ, დანარჩენს კი გუნდის სხვა წარმომადგენლები მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი მესამედ, 33-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა, ამაში კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი ქართველმა ფეხბურთელმა შეიტანა. ხვიჩამ, „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 32 შეხვედრა ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამასთან, ქართველმა შემტევმა სამი თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა.

სერია A-ს დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი. „პარტენოპეის“ 86 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრა 28 მაისს, „ბოლონიას“ წინააღმდეგ ელის. მატჩი თბილისის დროით, 17:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისის საბოლოო სია - Corriere dello Sport-ი ნაპოლის გეგმებზე წერს
დე ლაურენტისის საბოლოო სია - Corriere dello Sport-ი ნაპოლის გეგმებზე წერს