ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

მარცხი საკვალიფიკაციო ეტაპზე - ბასილაშვილი როლან გაროსზე არ იქნება

საჩოგბურთო სამყაროში სულ მალე როლან გაროსი დაიწყება. იქამდე კი საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარეობს, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოდიოდა.

ქართველი ჩოგბურთელი ზეპიერის დაუპირისპირდა და ბრძოლის გარეშე, ერთ საათში 4:6 1:6 დამარცხდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბასილაშვილი როლან გაროსზე არ იქნება.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ნიკოლოზის უპირატესობით დაიწყო. მან პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა, თუმცა უმალ იტალიელმა უკუბრეიკი დააფიქსირა და წონასწორობა აღადგინა.

ზეპიერიმ პირველი სეტის მოგება მეათე გეიმში მოახერხა, რა დროსაც ნიკოლოზი აწვდიდა და ანგარიში იტალიელის სასარგებლოდ 5:4 იყო.

მეორე სეტი კი ბასილაშვილმა ბრძოლის გარეშე დათმო. მისმა მოწინააღმდეგემ 2 ბრეიკი შეასრულა და 6:1 მოიგო. ცნობისთვის, ქართველმა ჩოგბურთელმა უკანასკნელად ATP ტურში იანვარში მოიგო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნადალი: „როლან გაროსზე არ ვიქნები, 2024 წელი ჩემს კარიერაში ბოლო იქნება“
ნადალი: „როლან გაროსზე არ ვიქნები, 2024 წელი ჩემს კარიერაში ბოლო იქნება“